2021-06-16 21:59:58, 927 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება გვსურს
”პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება გვსურს, მაგრამ არა მგონია, რომ ეს რწმენა მისი მამოძრავებელი ძალაა”, - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა.
„იქ, სადაც განსხვავებები გვაქვს, მსურს პრეზიდენტმა პუტინმა გაიგოს, რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ; როგორ ვპასუხობთ ამერიკის ინტერესებზე მოქმედ სხვადასხვა მოქმედებებს. მე პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი რუსეთს ან ვინმე სხვას არ ეწინააღმდეგება, ეს მხოლოდ ამერიკელი ხალხისთვისაა“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი დღის წესრიგში შედის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, აშშ-ის ეკონომიკის აღდგენა, მოკავშირეებთან ურთიერთობების აღდგენა და ამერიკელების დაცვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,