2021-06-16 16:20:06, 806 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთმა ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნა და კომენდანტის საათი გააუქმა
საფრანგეთმა ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნა და კომენდანტის საათი გააუქმა.
მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა ბრიფინგზე განაცხადა.
გადაწყვეტილების თანახმად ქვეყანაში პირბადის ტარება სავალდებულო უკვე ხვალიდან აღარ იქნება, ხოლო 20 ივნისიდან კომენდანტის საათი გაუქმდება.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა მოსახლეობის 58% ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით უკვე აცრა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,