2021-06-15 18:30:39, 1053 ნახვა
მსოფლიო
აშშ და ევროკავშირი მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ის ვაქცინაციას უზრუნველყოფს
აშშ და ევროკავშირი მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ის ვაქცინაციას უზრუნველყოფს.
ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათი თქმით, აშშ და ევროკავშირი შექმნიან ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ვაქცინაციის წარმოებასა და დისტრიბუციის საკითხებზე იმუშავებს.
როგორც ცნობილია, საერთო სამუშაო ჯგუფი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ და საერთო ღირებულებების წინ წასაწევადაც იმუშავებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,