11:07 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-15 15:42:57, 809 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი ნინოწმინდაზე - მივმართავ საპატრიარქოს, მოგვცენ საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს საპატრიარქოს, რომ მისცენ ომბუდსმენს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს ნინოწმინდის პანსიონში საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, თუ საპატრიარქოს წარმომადგენლებს ექნებათ სახალხო დამცველთან შეხვედრის სურვილი, ის მზად არის მათთან სასაუბროდ.

„როდესაც ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს, პირველი რასაც ვაკეთებთ, ვხვდებით შესაბამისი დაწესებულების დირექტორს, შესაბამისად, როცა ჩვენ განვახორციელებთ, დავგეგმავთ ამ მონიტორინს და იმედი მაქვს, ამას სწორად შეხვდება ახალი ხელმძღვანელობა, რა თქმა უნდა, გავისაუბრებთ მათთან. ასევე, თუ აქვთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს სურვილი სახალხო დამცველთან შეხვედრის, ჩვენ არ ვართ დახურულები, მათთან სასაუბროდ ღია ვართ. მე ყველა კონფესიის წარმომომადგენელს ვხვდებით და მითუმეტეს, ამ ვითარებაში არანაირი წინააღმდეგობა ჩემი მხრიდან არ იქნება.

მე კიდევ ერთხელ, პირდაპირ ეთერში მივმართავ საპატრიქროს, რომ მისცენ სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს და ბავშვების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს, საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა და იმედი მაქვს, ამაზე მივიღებ დადებით პასუხს. ეს იქნება პოზიტიური, პირველ რიგში ბავშვებისთვის, ამიტომ მოგვეცით მშვიდ გარემოში ჩვენი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ვარ მზად ამის შემდეგ ვისაუბრო მათთან“, - განაცხადა ომბუდსმენმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics