|
2021-06-15 11:11:48, 1186 ნახვა
სამართალი
ყაჩაღობაში და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყაჩაღობაში და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 11 ოქტომბერს, თბილისში, ყაჩაღობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ნასამართლევი ლ.ც. თავს დაესხა ბ.მ.-ს, რა დროსაც სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით და იარაღის დემონსტრირებით დაზარალებულის 2500 ლარის ღირებულების მოპედს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ც.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა 12 ოქტომბერს, ერთ-ერთი სარდაფიდან ლ.ც.-ს მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები ამოიღეს. ლ.ც. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის), 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ც. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)