2021-06-14 20:13:34, 905 ნახვა
კომენტარი
იენს სტოლტენბერგი - დავეხმარებით უკრაინასა და საქართველოს, რომ ისინი ალიანსს უფრო დაუახლოვდნენ
"დავეხმარებით უკრაინასა და საქართველოს, რომ ისინი ალიანს უფრო დაუახლოვდნენ", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო საქართველოსა და უკრაინას რეფორმების გატარებაში მხარს დაუჭერს.
"ნატო-სთან მეტი დაახლოების მიზნით გავაგრძელებთ საქართველოსა და უკრაინის რეფორმების მხარდაჭერას. ჩვენ დავეხმარებით მათ რეფორმების გატარებაში, რათა ისინი ალიანს უფრო დაუახლოვდნენ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,