11:06 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-14 17:12:11, 880 ნახვა

კომენტარი
ახვლედიანი გახელაძეზე - ბევრად რთულ შემთხვევებთან გვქონია საქმე და დაგვიხსნია მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან

ბევრად რთულ შემთხვევებთან გვქონია საქმე და დაგვიხსნა ჩვენი მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან, რაც დარწმუნებული ვარ, რომ ასევე წარმატებით განხორციელდება ზაზა გახელაძის შემთხვევაში - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჟურნალისტებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება იყენებ ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, რათა მოგვარდეს უკანონო დაკავების აღნიშნული ფაქტები.

„ჩვენ ერთობლივად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეუთოს თანთავმჯდომარე ელჩ ანიკა სოდერთან ერთად გავესაუბრეთ ოჯახს, მივაწოდეთ მათ დეტალური ინფორმაცია თითოეული ჩვენგანის მხრიდან, განსაკუთრებით სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო პარტიორების მხარდჭერით, თუ რა ღონისძიებები ტარდება, თუ რა პროცესი მინდინარეობს და იმ ძალისხმევის თაობაზე, რასაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ იმისთვის, რომ ზაზა გახელაძე, ისევე როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომლებიც დღეს იმყოფებიან უკანანონო პატიმრობაში, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ. ქალბატონმა ანიკა სოდერმა ეუთოს თანთავმჯდომარემ თავის მხრივ აღუთქვა ოჯახს, რომ ხვალ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში აუცილებლად მწვავედ დააყენებს კიდევ ერთხელ ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხს და გადასცემს ოსურ საზოგადოებას ოჯახის გზავნილებს. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კიდევ ერთელ გაუსვა ხაზი ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას და იმედი მისცა ოჯახს, რომ აუცილებლად მოხდება ზაზა გახელაძის გათავისუფლება. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური, კონსოლიდირებული ძალიხმევით იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, რათა მოგვარდეს უკანონო დაკავების აღნიშნული ფაქტები, მათ შორის აღსანიშნავია აქ დასმულ ერთ-ერთ შეკითხვაზე საპასუხოდ, რომ ეს არის მიმდინარე პროცესი, ჩვენ საქმე გვაქვს საკმაოდ რთულ  შემთხვევასთან, ჩვენ გვაქვს საქმე რუსულ ოკუპაციასთან, დესტრუქციულ მიდგომასთან, რომელსაც როგორც ასევე ელჩებმა აღნიშნეს იყენებენ და მანიპულირებენ ადამიანების სიცოცხლით. ამ აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პროცესის განმავლობაში არის კონკრეტული ეტაპები, რომელთა დროს ჩვენ ვიყენებთ ყველა ადეკვატურ და იმ ეტაპისთვის ჩვენ ხელთ არსებულ შესაძლებლობებს, ამიტომ რწმენა გვაქვს ბუნებრივია, რომ ზაზა გახელაძე გათავისუფლდება მაისში, ივნისში თუ მომდევნო თვეებში, ეს არის პროცესი. გასულ წლებში ბევრად უფრო რთულ შემთხვევებთან გვქონია საქმე და დაგვიხსნა ჩვენი მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან, რაც დარწმუნებული ვარ, რომ ასევე წარმატებით განხორციელდება ზაზა გახელაძის შემთხვევაში"-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics