16:45 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-13 12:08:24, 1333 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სამკერვალო საწარმო „იმერს“ ახალი სიცოცხლე მიეცა

„ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს საწარმოს „იმერს“, რომელიც 90 წლის არის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი სიცოცხლე მიეცა. პროგრამაში მონაწილეობით მოხდა საწარმოს გადაიარაღება. დღეს „იმერი" წარმოებული პროდუქციის უდიდეს ნაწილს ექსპორტზე გზავნის, საწარმოში კი 400 ადამიანია დასაქმებული“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ქუთაისში სამკრევალო საწარმო „იმერის" საწარმოო პროცესს გაეცნო.

მინისტრს საწარმოს მფლობელმა მაია სიმონიძემ მიაწოდა ინფორმაცია განვითარების გეგმებისა და ახალი საერთაშორისო პარტნიორების შესახებ. „იმერში" უკვე მზადდება პროდუქცია ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორიცაა გერმანული Lebek-ი და Joy Lucy-ი, აგრეთვე ბრიტანული Marks&Spencer-ი.

სამკერვალო კომპანია „იმერი" პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია 2016 წლის დეკემბრიდან. საწარმო ორიენტირებულია პალტოების, ლაბადების და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი დამზადებაზე. 2016 წელს საწარმო გაფართოვდა, რამაც კომპანიას მისცა საშუალება უფრო მეტი დასავლელი პარტნიორი ჰყოლოდა. ჯამურმა ინვესტიციამ 315,000 ევრო შეადგინა. ინვესტიციით საწარმოში 170 სამუშაო ადგილი შეიქმნა. მთლიანად, საწარმოში 400 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს პროდუქცია თითქმის მთლიანად ექსპორტზე გადის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics