|
2021-06-09 10:20:55, 892 ნახვა
ეკონომიკა
ქართული საექსპორტო ღვინის ხარისხის მონიტორინგის პროცესში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები ერთვებიან
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. სააგენტო აქტიურად მუშაობს, რათა ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი რეგულაციით, სერტიფიცირებული საექსპორტო ქართული ღვინის ინსპექტირებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები „SGS" და „Bureau Veritas" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში განახორციელებენ. დამოუკიდებელი, ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიების „SGS" (შვეიცარია) და „Bureau Veritas" (საფრანგეთი) ჩართულობა მნიშვნელოვანია მონიტორინგის პროცესისთვის, რათა სწორედ იმ ღვინის ექსპორტირება განხორციელდეს, რომელმაც უკვე გაიარა სერტიფიცირება. ინსპექტირება უკვე დაიწყო კომპანიამ Bureau Verita", პროცესში რამდენიმე დღეში ჩაერთვება კომპანია „SGS". აღნიშნული ინიციატივა ღვინის კერძო სექტორიდან მომდინარეობდა და მისი მიზანი საექსპორტო ღვინის ხარისხის უფრო მეტი გამჭვირვალეობის უზრუნველყოფაა. ამ დრომდე, ინსპექტირება კომპანიის მიერ საექსპორტო სასერტიფიკატო განაცხადის წარმოდგენის პროცესში ხორციელდებოდა. საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები ჩართულობით, საექსპორტოდ განკუთვნილი სერტიფიცირებული ღვინის პარტიის ინსპექტირება შესაძლებელი გახდა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. „ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მარეგულირებელი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო საექსპორტო პროდუქციაზე შესაბამისობის სერტიფიკატს გასცემს, რითიც დასტურდება, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საინსპექციო კონტროლო სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. ,,ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის" შესაბამისად, ხარისხის კონტროლის უწყვეტი პროცესის გათვალისწინებით, სააგენტოს უფლება აქვს ინსპექტირება განახორციელოს სერტიფიცირების ნებისმიერ ეტაპზე და სერტიფიცირების შემდეგაც.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)