|
2021-06-08 22:17:14, 1231 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - მკაფიოთ განვაცხადე, რომ ვიღებდი პასუხისმგებლობას ჩემ თავზე და შსს-ს ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაოების გაჩერება მოვთხოვე
„მკაფიოთ განვაცხადე, რომ ვიღებდი პასუხისმგებლობას ჩემ თავზე და შსს-ს ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაოების გაჩერება მოვთხოვე“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ნიკა მელიას დაკავების პროცესზე საუბრისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის მონაწილეობდა უმრავლესობის დარწმუნებაში, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი შეეჩერებინათ. „ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა, უმრავლესობის ხელმძღვანელობამ მთხოვა შევხვედროდი უმრავლესობას. საქმე იყო რაში, უმრავლესობას ვერ არწმუნებდნენ ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნაში და მთხოვეში ამ პროცესში დახმარება. მაშინაც და დღესაც ვფიქრობდი, რომ ადამიანი, რომელიც არის სახელმწიფო ორგანოზე შტურმის ორგანიზატორი, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე. მე შევხდი უმრავლესობას და მათ ავუხსენი, რატომ უნდა მოეხსნათ იმუნიტეტი ნიკა მელიასთვსი:
ამ მიზეზების გამო, ყოველგვარი უხეშობისა და უზრდელობის გარეშე მე შევეცადე ამეხსნა უმრავლესობისთვის, იმუნიტეტის მოხსნის აუცილებლობა. უმრავლესობამ დამიჯერა და იმუნიტეტი მოუხსნეს, ეს იყო 16 თებერვალი. უმრავლესობა ამავე დღეს შევიკრიბეთ, სასამართლოს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო ჩვენ უნდა ვყოფილიყავით მზად. მაგრამ ჩემი პოზიცია იყო სულ სხვა და არა ის რაც იჭორავეს. მე ვამბობდი, რომ თუ გვინდა, რომ მელია სამართლის წინაშე წარსდგეს, მისი დაკავებისას არავის ერთ ღერი თმა არ უნდა ჩამოუვარდესთქო. იყვნენ გუნდის წევრები, რომლებიც მეთანხმებოდნენ, თუმცა 17 თებერვალს მსჯელობის პროცესში მყოფი პოზიციები დამხდა სრულიად შეცვლილი და მათზე იყო გარე ძალებისგან ზეგავლენა მოხდენილი. ამიტომ მოვიწვიე შეხვედრა და დავაყენე საკითხი. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იყო ტემპერატურა მაღალი. იქ იყვნენ რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა, იყვნენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები და ისინი ნიკა მელიას ნებით დათმობას არ აპირებდნენ. ამასთანევე ეს ფაქტი ვერ იქნებოდა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მიერ დადებითად შეფასებული. მე მკაფიოთ განვაცხადე, რომ ვიღებდი პასუხისმგებლობას ჩემ თავზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაოების გაჩერება ვუბრძანე. ამის მიუხედავათ, პარტიის კონკრეტული წევრისგან ხდება ჩემს წინააღმდეგ მოქმედება და ჩემი გადაწყვეტილებების შეცვლის მცდელობა, ეს იყო საფრთხის შემცველი პოლიციელებისთვისაც და პარტიის ოფისში გამაგრებული ხალხისთვისაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)