14:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 14:40:58, 1113 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ივანიშვილი იძულებული გახადა, ასეთი მკვეთრი განცხადებით ეპასუხა

„ჩვენს საზოგადოებას, პარტნიორებსა და მოსახლეობას კარგად მოეხსენება, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია უკვე დისტანცირებულია პოლიტიკიდან. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ის იძულებული გახადა, ასეთი მკვეთრი განცხადებით ეპასუხა," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადების  ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის,  გიორგი გახარიას პარტია იყენებს  ბიძინა ივანიშვილის სახელს და „თითქოს ასე აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტია, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომაც მოხდა ასეთი მკვეთრი შეფასებების მიცემა, რაც ასახულია ბატონი ბიძინას განცხადებაში, მათ შორის მან ეს გადაწყვეტილება გადადგომის შეაფასა ღალატის ტოლფას საქციელად. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რა მომენტში მოხდა გიორგი გახარიას გადადგომა. „ეს მოხდა საკმაოდ დინამიურ და რთულ პერიოდში, როდესაც იყო პოლიტიკური დაძაბულობა. ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელისუფლებო გუნდს მთლიანად და რა თქმა უნდა, მის ხელმძღვანელს - პრემიერ - მინისტრს.  ასეთ დროს გადადგომა არის ბრძოლის ველის დატოვება," - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics