|
2021-06-04 16:37:45, 956 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „იფქლის“ ახალი საწარმო გაიხსნა
„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას კვლავ აქტიურად განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით კომპანია „იფქლმა“ გაფართოვება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, სულ ცოტა ხნის წინ კი ქუთაისის ახლადგახსნილმა საწარმომ ფუნქციონირება დაიწყო. ბანკის მიერ გამოყოფილი 4 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია მთლიანად მოხმარდა ქუთაისში ევროპული ტიპის ახალი საწარმოს აშენებას, რომელიც 140 ადამიანს ასაქმებს. ახალ საწარმოში ცხობის პროცესი სრულად ავტომატიზირებულია და პროდუქცია ბუნებრივი საფუარის გამოყენებით, უკონტაქტოდ ცხვება. „ბანკის მხარდაჭერით „იფქლმა“ ქუთაისში ახალი საწარმო გახსნა და ახალი სამუშაო ადგილებიც შექმნა. მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი პარტნიორი ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებაში. უკვე მრავალი წელია კომპანია „იფქლი“ მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი ხარისხის პურფუნთუშეულს აწვდის. მის ხარისხზე მეტყველებს მრავალი ჯილდოც, რომელიც კომპანიამ განსაკუთრებული მიღწევებისათვის მოიპოვა. ახალი საწარმოს მეშვეობით კიდევ უფრო გაფართოვდა წარმოება. ჩვენი მიზანი სწორედ ბიზნესის მეტი ხელშეწყობაა, რათა მხარი დავუჭიროთ მათ და ერთად შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი ”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძემ. ინფორმაციისთვის, კომპანია „იფქლის“ ისტორია 1993 წლიდან იწყება, მისი მისია კი საქართველოს მასშტაბით მომხმარებლისთვის ჯანსაღი და გემრიელი პურფუნთუშეულის მიწოდებაა. გარდა პურისა, „იფქლი“ მომხმარებელს 75-მდე სახეობის პურფუნთუშეულსაც სთავაზობს, რომლითაც თბილისის თითქმის ყველა მაღაზია მარაგდება. „იფქლის“ პროდუქცია ასევე აქტიურადაა წარმოდგენილი რუსთავში, მცხეთაში, გორსა და ქუთაისში.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)