2021-06-04 14:49:17, 1459 ნახვა
მსოფლიო
ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანული მედიის ორი თანამშრომელი ნაღმზე აფეთქდა
აზერბაიჯანის ტელევიზია AzTV-ის ორი ჟურნალისტი ქელბაჯარის რაიონში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა.
გარდაცვლილები ტელევიზია AzTV-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო Azertag-ის თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი არიან.
მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,