14:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-04 14:28:17, 700 ნახვა

კომენტარი
სოზარ სუბარი ნინოწმინდის პანსიონზე - როგორც კი სახალხო დამცველს არ მიეცა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში შესულები არიან რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და ოთხი სოციალური მუშაკი, გზაში არიან ფსიქოლოგები, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახალხო დაცველს პანსიონში შესვლის უფლება უნდა მიეცეს.

„ამ წუთებში პანსიონატში შესულები არიან რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და ოთხი სოციალური მუშაკი. გზაში არიან ფსიქოლოგები, რომ ინდივიდუალურად იმუშაონ ყველა ბავშვთან. ექვსი ბავშვი, რომლებმაც მოითხოვეს იქიდან გამოსვლა, გადაყვანილი არიან სხვაგან. 2006 წელს სახალხო დამცველი ვიყავი, როცა ეს პანსიონატი შეიქმნა. მაშინ მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით ორი ბავშვთა სახლი არსებობდა ნინოწმინდასა და ზესტაფონში. შემიძლია, მაშინდელი ამბები მოგიყვეთ. მაშინაც ჰქონდათ მცირე პრობლემები შესვლაზე, თუმცა ეს მალე დალაგდა. მაშინ 60-მდე ბავშვთა სახლი იყო ქვეყნის მასშტაბით.

სახალხო დამცველს ბუნებრივია, უფლება აქვს და აუცილებლად უნდა შევიდეს. ცოტა გაოგნებულიც ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ 2018 წლიდან არ შესულა, არ ვიცი დღეს რატომ გახდა აქტუალური ეს საკითხი. როგორც კი სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში, ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics