|
2021-06-04 10:30:15, 1900 ნახვა
მსოფლიო
რომან პროტასევიჩის მამა - ჩემს შვილს კარგად ვიცნობ, მათ გატეხეს და აიძულეს ეთქვა ის, რაც სჭირდებოდათ
ბელარუსის ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი, რომელიც მინსკის აეროპორტში დააკავეს, სახელმწიფო ტელეარხთან ინტერვიუში გამოჩნდა. ინტერვიუში პროტასევიჩი აღიარებს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ორგანიზებას და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს აქებს. ამასთან, ჟურნალისტი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ბევრს აკრიტიკებდა, თუმცა ახლა მას პატივს სცემს. ინტერვიუს ბოლოს ცრემლმორეული ჟურნალისტი ამბობს, რომ იმედი აქვს, ერთ დღეს დაქორწინდება და შვილები ეყოლება. პროტასევიჩის ოჯახი აღნიშნავს, რომ ინტერვიუ იძულებით ჩატარდა. „ჩემს შვილს კარგად ვიცნობ და მჯერა, რომ ის ასეთ სიტყვებს არასდროს იტყოდა. მათ გატეხეს და აიძულეს ეთქვა ის, რაც სჭირდებოდათ“, - აცხადებს პროტასევიჩის მამა. შეგახსენებთ, რომ რომან პროტასევიჩი 23 მაისს მინსკის აეროპორტში მას შემდეგ დააკავეს, რაც ბელარუსის ხელისუფლებაც ათენი-ვილნიუსის რეისის შესრულების დროს რაინეარის სამგზავრო ლაინერს ბელარუსის დედაქალაქში აიძულა დაჯდომა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)