|
2021-06-01 17:02:34, 1170 ნახვა
ეკონომიკა
„კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით წარმოებას გააფართოვებს
„კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით წარმოებას გააფართოვებს. ინფორმაციას „თი ბი სი“ ბანკი ავრცელებს. „კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ სამი წლის წინ დაფუძნებული მცირე საწარმოა, რომელიც წლიდან-წლამდე გასაკვირი სისწრაფით ვითარდება. ამ წარმატების მიზეზი არანაკლებ გასაკვირია, რადგანაც კომპანია წარმოებისას უმარტივეს პრინციპს ეყრდნობა, რომელიც არავისთვის საიდუმლოს, სიახლესა თუ აღმოჩენას არ წარმოადგენს. კომპანია ცდილობს, მის მიერ დამზადებული ჩურჩხელა ზედმიწევნით მისდევდეს წარმოების კახურ ტრადიციას, იყოს 100 პროცენტით ნატურალური და, შესაბამისად, ხარისხიანი. ერთი შეხედვით, ამ მიდგომაში განსაკუთრებული არაფერია, აღმოჩენას ბაზარზე არსებული სიტუაცია წარმოადგენს – უამრავი მწარმოებლის შემოთავაზების მიუხედავად, ქართულ ბაზარზე ხარისხიანი ჩურჩხელა ძნელად მოიპოვება. სწორედ ეს აქცევს „კახურ ტრადიციულ ჩურჩხელას“ განსაკუთრებულად. ხარისხის შენარჩუნებას, რომელიც კომპანიის პრიორიტეტია, ხელს ისიც უწყობს, რომ “კახური ტრადიციული ჩურჩხელა” საოჯახო ბიზნესია“, - ვკითხულობთ განცხადებაში. მარიამ ქევხიშვილის ოჯახი გურჯაანში, სოფელ კალაურში სამ ჰექტარზე გაშენებულ ვენახს ფლობს, რომლისგან მიღებული ბადაგითაც მზადდება ჩურჩხელა. „ბადაგის დასამზადებლად მხოლოდ ჩვენი ვენახის ყურძენს ვიყენებთ. ვაზს მაღალი ხარისხის პესტიციდებით ვამუშავებთ, რაც ყურძნის და, შესაბამისად, ბადაგის ხარისხზე აისახება. ჩვენი ბადაგი ბოლომდე ნატურალურია – შაქრის, ფერის კონცენტრატის თუ სხვა ქიმიური დანამატების გარეშეა დადუღებული. შესაბამისად, ჩვენი ჩურჩხელა,სეზონის მიხედვით, ხანდახან ნაკლებად ტკბილია, რაც ნატურალურობის არასაკმარისი, მაგრამ ერთ-ერთი ნიშანია. მაგალითად, 2020 წლის მოსავალი ბუნებრივად არ იყო ტკბილი, შესაბამისად, ჩურჩხელაც ნაკლებად ტკბილი გამოვიდა. ამას მხოლოდ ნამდვილი მოყვარულები ამჩნევენ ხოლმე. ჩურჩხელის ნატურალურობის კიდევ ერთი ნიშანი მისი სირბილეა. ჩურჩხელა, კარგად გამომშრალიც კი, აუცილებლად რბილი უნდა იყოს და იოლად ტყდებოდეს. სხვა შემთხვევაში შაქარსა და წყალზე დამზადებულ ნუგბართან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მარიამ ქევხიშვილმა. „ბადაგზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ჩურჩხელის შიგთავსია, რასაც საწარმოში დიდ ყურადღებას უთმობენ. შიგთავსის თხილით “კახური ტრადიციული ჩურჩხელა” საკუთარი ბაღებიდან მარაგდება, ნიგოზით კი – თელავის ბაზრიდან. 2017 წელს სატესტოდ დამზადებული 500 ჩურჩხელა მალევე გაიყიდა და მარიამ ქევხიშვილი მიხვდა, რომ ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა ნავარაუდევზე დიდი იყო. წარმოება წლიდან წლამდე იზრდებოდა და 2020 წელს კომპანიამ უკვე 4 000 ჩურჩხელა გაყიდა. მცირე მეწარმის სტატუსიც შარშანვე აიღეს და საწარმომ ჩურჩხელების მაღაზიებში შეტანაც დაიწყო. თხილის საფერავის, თხილის რქაწითელის და ნიგვზის საფერავის ჩურჩხელების შეძენა დღეს თბილისში “8000 მოსავალში”, “ბრენდ-ვაინში”, “თელავურაში” და ონლაინ პლატფორმა “ექსტრაზე” და ცხადია, “კახური ტრადიციული ჩურჩხელის” ფეისბუქ-გვერდზეც შეიძლება.
„კახური ტრდიციული ჩურჩხელა“ აქტიურად გეგმავს წარმოების გაფართოებას. ონლაინ გაყიდვებისა და მაღაზიებთან თანამშრომლობის გაფართოება პრიორიტეტების მხოლოდ ნაწილია. ამის პარალელურად თავად წარმოების გამრავალფეროვნებაც იგეგმება. კალაურში 2019 წელს გაშენებული ნუშის ბაღების მოსავლით კომპანია ნუშის ჩურჩხელის წარმოების დაწყებას აპირებს. გარდა ამისა, საწარმო ბლისა და ატმის ბაღებსაც ფლობს და ამ ხილით ჩირის წარმოებაც იგეგმება. „კახური ტრდიციული ჩურჩხელა“ საჭირო ინვენტარების შეძენას თიბისის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს“, - აღნიშნულია განცხადებაში. „ამ ყველაფრისთვის ხარისხიანი დანადგარები გვჭირდება. ასევე ვაპირებთ ყურძნის საწური გაუმჯობესებული აპარატის და არსებულზე უფრო მაღალი ხარისხის ტარის შეძენას. დღემდე ყველაფერს ჩვენივე ხარჯით ვწვდებოდით, მაგრამ სამომავლო გაფართოება უკვე თიბისისთან სტაბილურ პარტნიორობას გულისხმობს და ამ მხრივ მათთან თანამშრომლობა, რომელსაც მცირე ბიზნესების აქტიური წახალისებისა და ბიზნესის მხარდაჭერის დიდი ტრადიცია აქვს, საუკეთესო შესაძლებლობად მიგვაჩინია“, - ამბობს მარიამ ქევხიშვილი.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)