16:06 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 21:33:20, 625 ნახვა

კომენტარი
შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიაზე - დაადასტურა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არწმუნებდა მელიას იმუნიტეტის მოხსნის აუცილებლობაში

„დაადასტურა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არწმუნებდა მელიას იმუნიტეტის მოხსნის აუცილებლობაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური ამ ქვეყნის პოლიციელებს ენდნენ.

„კარგია, რომ გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის თავად არწმუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას ნიკა მელიას დაკავების მიზნით იმუნიტეტის მოხსნის აუცილებლობაში. მაგრამ, მართლაც ერთუცნობიანი განტოლებაა, რომ როცა სხვას „ა“-ს თქმაში არწმუნებ, თავად „ბ“-ს თქმის არ უნდა შეგეშინდეს. არ მგონია, ეს ან გუნდურად ან ადამიანურად სწორი საქციელი იყოს.

რაც შეეხება მისი გადადგომის მიზეზს. ის სინამდვილეში მარტივია და მან შემოვლით ეს დაადასტურა კიდეც. სინამდვილეში, იმ დღეს, ის უბრალოდ არ ენდო ქართული პოლიციის მიერ ნიკა მელიას დაკავების უნარს და გაექცა პასუხისმგებლობას. სულ ესაა. შსს-ს ყოფილი მინისტრი, რომელმაც თავისი გამოსვლა პოლიციის დღის მილოცვით დაიწყო, უბრალოდ არ ენდო პოლიციას, არ ენდო სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელსაც, სიტყვით, ასე ხშირად ახსენებს.

მისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური ამ ქვეყნის პოლიციელებს ენდნენ და შედეგიც ვნახეთ. ყველა პოლიციელს ვულოცავ პოლიციის დღეს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics