|
2021-05-30 11:16:11, 2070 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ასობით მომიტინგემ ბელარუსში დაკავებული პროტასევიჩის მხარდამჭერი აქცია გამართა
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ასობით მომიტინგემ ბელარუსში დაკავებული პროტასევიჩის მხარდამჭერი აქცია გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. როგორც მედია იუწყება, აქციის მონაწილეები რომან პროტასევიჩის და მისი შეყვარებულის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. საპროტესტო გამოსვლები ლიტვაში, პოლონეთში, ავსტრალიაში, გერმანიაში, უკრაინაში, ირლანდიაში, ჰოლანდიასა და აშშ-ში გაიმართა. "მე მოვუწოდებ, ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს დაგვეხმარონ რომანის და სოფიას გათავისუფლებაში", - განაცხადა ვარშავაში გამართულ მიტინგზე პროტასევიჩის დედამ. ჟურნალისტის მამა კი აცხადებს, რომ მათ სურთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ყველა ადამიანს საკუთარი აზრის გამოხატვა უშიშრად შეეძლება. სხვადასხვა ქვეყნებში გამართული აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბელარუსის დროშა წარწერით : "დავეხმაროთ ბელარუსს", "თავისუფლება ბელარუსს". ლიტვაში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოვიდა ბელარუსი ოპოზიციონერი ქალი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელმაც განაცხადა, რომ ცვლილებები აუცილებლად იქნება და მას სჯერა ბელარუსის უკეთესი მომავლის. "ბელარუსი არ დათმობს", - აცხადებს ტიხანოსვკაია. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი ათენი-ვილნიუსის რეისის დროს დააკავეს. ამის მიზეზად Ryanair- ის ბორტზე ბომბის არსებობა დასახელდა. პროტასევიჩს ბრალად მასობრივი არეულობების მოწყობა ედება და აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)