|
2021-05-30 10:25:24, 647 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის, საგრანტო დახმარებები და 90 პროცენტიანი თანადაფინანსება ხორციელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი სახოკიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით რეაბილიტირებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერა. „2016 წლიდან, სახელმწიფომ მეჩაიეობის დარგის მნიშვნელოვანი განახლება დაიწყო. ხორციელდება საგრანტო დახმარებები და 90 პროცენტიანი თანადაფინანსება მიტოვებული და განადგურებული პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციისათვის. შპს „ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანია“ არის ამის თვალსაჩინო მაგალითი, ერთ-ერთი წარმატებული მეურნეობა, სადაც უკვე პროდუქციას იღებენ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა ქართული ჩაის აგროტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ევროპული ქვეყნებიდან, სადაც ჩაის აწარმოებენ და, შესაბამისად, აქცენტის გაკეთება აგროტურიზმის მიმართულებით შესაძლებელი და საინტერესოა; გურიის რეგიონში უკვე დაიწყო პროექტი „ჩაის გზა”, რომელიც ტურისტული ნაკადების ორგანიზებულად მართვას გულისხმობს. შპს „ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანიამ“ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში, 25 ჰექტარამდე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოახდინა. ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 61,950 ლარი შეადგინა, საიდანაც 43,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა. გურიის რეგიონში, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში, 203 ჰა-ზე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორცილდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 494,000 ლარს აჭარბებს, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 358,000 ლარზე მეტია. რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციის დასათვალიერებლად, მინისტრთან და გურიის გუბერნატორთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ილია თამარაშვილი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი იმყოფებოდნენ.
ირანი აშშ-ს ტანკერების თავდასხმის შემდეგ უფრო ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამ მიმართულებით წინსვლა განახორციელეს და რუსეთის რამდენიმე შეტევითი მცდელობა ჩაშალეს
პუტინმა ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ ის უკრაინაში ომის მიზნებს და „პროგრესს აღწევს“
უშაკოვმა პუტინის ვიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
უკრაინელმა სამხედროებმა 5-დან 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)