|
2021-05-29 11:38:47, 1263 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ხელისუფლება ცხრა ბელარუსულ სახელმწიფო კომპანიას სანქციებს ხელახლა უწესებს
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ცხრა ბელარუსული სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს ხელახლა აწესებს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას თეთრი სახლის პრესმდივანი, ჯენ ფსაკი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბელარუსის მიერ ევროკავშირის ორ წევრ სახელმწიფოს შორის „რაინეარის“ კომერციული რეისის მიმართულება იძულებით შეიცვალა და დააკავეს ბელარუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი, რასაც აშშ საერთაშორისო ნორმების პირდაპირ დარღვევად აფასებს. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ 2019 წლის შეთანხმებას აჩერებს. გარდა ამისა, თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, რომ ბელარუსში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ, ხოლო აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ ამერიკულ გადამზიდავებს ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისას უკიდურესი სიფრთხილისკენ მოუწოდა. თეთრი სახლი მოუწოდებს ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომ დაუშვას „რაინეარის“ თვითმფრინავთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის სანდო საერთაშორისო გამოძიება, ასევე გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დაიწყოს ჭეშმარიტი დიალოგი დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)