2021-05-28 19:47:50, 1691 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელი დაჭრა
საფრანგეთში, ქალაქ ლა შაპელ-სურ-ერდრში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელი ქალი დაჭრა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა ამ დროისთვსი კრიტიკულია, ასევე თავდამსხმელის დაკავების პროცესში დაშავებულია კიდევ ორი სამართლდამცველი.
საფრანგეთის პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი ორმხრივი ცეცხლის დროს მოკლა. ასევე ცნობილია, რომ მამაკაცმა საპატიმრო მარტში დატოვა, ის ძალადობისთვის იხდიდა სასჯელს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,