2021-05-27 17:02:18, 677 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.2635 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.2993 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0358 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.9824 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 4.0473 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0596 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,