2021-05-27 00:20:32, 1369 ნახვა
მსოფლიო
მდინარე ნიგერიში მგზავრებით სავსე ნავი ჩაიძირა - დაკარგულია 130-ზე მეტი მგზავრი
მდინარე ნიგერიში მგზავრებით სავსე ნავი ჩაიძირა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება 130-ზე მეტი მგზავრი. როგორც ცნობილია, ნავზე 160-მდე მგზავრი იყო, მაშველებმა ამ დროისთვის 22 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ასევე ნაპოვნია ერთი ცხედარიც.
„ბი ბი სი“ ასევე იუწყება, რომ ნავი 80 ადამიანზე იყო გათვლილი, გადამეტებული რაოდენობის გარდა ნავზე იყო ოქროს მაღაროდან წამოღებული ტომრებიც.
ავტორი: ექსპრესნიუსი,