17:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-26 18:48:04, 621 ნახვა

კომენტარი
იუსტიციის მინისტრი: მინდა, ხაზი გავუსვა დღევანდელი სახელმწიფოს ისტორიულ და ორგანულ კავშირს პირველ ქართულ რესპუბლიკასთან

„26 მაისის მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენი ეროვნული დღესასწაული და ჩვენ ვზეიმობთ სწორედ იმას, რომ ვართ საქართველოს მოქალაქეები და გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო.

1801 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა, დაახლოებით, 117 წლის შემდეგ იქნა მოპოვებული და ისტორიული მნიშვნელობა დღევანდელი დღისა განუზომლად დიდია", – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა „POSTV"-ის ეთერში განაცხადა.

რატი ბრეგაძემ საქართველო მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ყურადღება გაამახვილა „დღევანდელი სახელმწიფოს ისტორიულ და ორგანულ კავშირზე პირველ ქართულ რესპუბლიკასთან", რაც 1918 და 2015 წლის კონსტიტუციებს შორის მიმართებითაც იკვეთება:

 „1918 წლის კონსტიტუცია  იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი, რომელმაც განამტკიცა საქართველოს დამოუკიდებლობა, ასახა ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები, როგორიც იყო, მაგალითად, ხელისუფლების გამიჯვნა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს შორის, ადამიანის უფლებების დაცვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვქონდა საარჩევნო უფლებები, მათ შორის, ქალებისათვის, რაც იმდროინდელ მსოფლიოში არცთუ ისე ფართოდ იყო გავრცელებული".

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ „1918 წლის კონსტიტუციამ განამტკიცა ეროვნული უმცირესობების უფლებები და დაარეგულირა ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის".

„სამწუხაროდ, პირველ ქართულ რესპუბლიკას ხანგრძლივი ისტორია არ ჰქონია, მისი არსებობა მხოლოდ სამ წელს გაგრძელდა, თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა დღევანდელი სახელმწიფოს ისტორიულ და ორგანულ კავშირს პირველ ქართულ რესპუბლიკასთან. 2015 წლის „საქართველოს კონსტიტუცია" დაფუძნებულია სწორედ იმ ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჰქონდა პირველ რესპუბლიკას", – თქვა იუსტიციის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics