2021-05-22 17:22:17, 1368 ნახვა
მსოფლიო
გერმანია COVAX ფლატფორმას დამატებით 100 მილიონი ევროთი დაეხმარება
გერმანია COVAX ფლატფორმას დამატებით 100 მილიონი ევროთი დაეხმარება.
ამის შესახებ გერმანიის კაცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია ღარიბ ქვეყნებს 30 მილიონამდე ვაქცინის დოზას აჩუქებს.
„ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლის გაძლიერება გვსურს“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში მოსახლეობის 40%-ზე მეტი, 33 მილიონზე მეტი ადამიანი ვაქცინის ერთი დოზით აცრილია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,