2021-05-21 16:45:00, 952 ნახვა
მსოფლიო
მედიის ინფორმაციით, ისრაელის პოლიციამ ალ-აქსას მეჩეთზე შტურმი განახორციელა
„ალ ჯაზირა“-ს ინფორმაციით, ისრაელის პოლიციამ ალ-აქსას მეჩეთზე შტურმი განახორციელა.
სააგენტო წერს, რომ მიუხედავად ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევისა, ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში დაძაბულობას ჰქონდა ადგილი.
მათივე ინფორმაციით, ისრაელის პოლიცია შეიჭრა ალ-აქსას მეჩეთში, სადაც ლოცვის დასრულების შემდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა პალესტინელების წინააღმდეგ.
ცნობისთვის, ეგვიპტის შუამავლობით, ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს გამთენიისას ამოქმედდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან