2021-05-19 10:33:14, 1035 ნახვა
მსოფლიო
BBC - ინდოეთში, მდინარე განგში ასობით გვამი იპოვეს
ინდოეთში, მდინარე განგში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ასობით გვამი წყალში, ან ნაპირებთან ქვიშაში ჩაფლული იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC -ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მდინარემ 70-მდე გვამი 10 მაისს უტარ პრადეშის შტატის სოფელ ჩაუსაში გამორიყა, რის შემდეგაც გვამები გაჰმარში, კანაუჯიში, კანპურში, უნაოსა და სხვა ადგილებშიც გამოჩნდა.
მდინარის სანაპიროს გასწვრივ მდებარე სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრებლები შიშობენ, რომ გარდაცვლილები კოვიდინფიცირებულები არიან.
გვამები სამართალდამცავებს წყლიდან ამოჰყავთ და კრემაციას უტარებენ, ან მარხავენ.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 25 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 275 000-ს შეადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,