|
2021-05-17 17:07:04, 577 ნახვა
ეკონომიკა
გურამ გურამიშვილი - ავტორიტეტული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-ი ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზისა და ბიზნეს მოდელის განახლებას განახორციელებს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ კონტრაქტი გააფორმა ავტორიტეტულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-სთან (Maritime & Transport Business Solutions B.V.). კონტრაქტის შესაბამისად, კომპანია უმოკლეს პერიოდში (8-9 კვირა) განაახლებს ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზსა და ბიზნეს მოდელს, ასევე, მოხდება ახალი მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელის შერჩევა. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული პროექტია, რასაც აღნიშნული პროგრესიც ადასტურებს. "ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლო შევძლებთ, ინტერესთა გამოხატვის პროცედურის ჩატარებას უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული პროექტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით. ზემოხსენებული სამუშაოს შედეგების გათვალისწინებით, სააგენტო უზრუნველყოფს სატენდერო პაკეტის განახლებასა და ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების ინიცირებას. ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება მიმდინარე წლის ბოლოს. კომპანია MTBS (ნიდერლანდების სამეფო) საზღვაო სექტორში მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა. სანავსადგურო სექტორში მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: პორტის განვითარების სტრატეგიებისა და გენერალური გეგმების შემუშავება, ფინანსური ანალიზი, დაფინანსების მოზიდვა, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება, ბაზრის ანალიზი, საკონსულტაციო მომსახურება ტენდერის პროცესში და ა.შ. კომპანიას სანავსადგურე სექტორში მსოფლიოს მასშტაბით აქვს ასობით დასრულებული და მიმდინარე წარმატებული პროექტი.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამ მიმართულებით წინსვლა განახორციელეს და რუსეთის რამდენიმე შეტევითი მცდელობა ჩაშალეს
პუტინმა ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ ის უკრაინაში ომის მიზნებს და „პროგრესს აღწევს“
უშაკოვმა პუტინის ვიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
პუტინმა უიტკოფს აცნობა, რომ შუაღამის შემდეგ კიევზე არანაირი დარტყმა არ განუხორციელებია
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
უკრაინელმა სამხედროებმა 5-დან 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)