|
2021-05-17 17:01:02, 595 ნახვა
ეკონომიკა
დავით თვალაბეიშვილი - ენერგეტიკის რეფორმა, რომლის ამოცანა სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაუმჯობესებაა, წარმატებით მიმდინარეობს
„როგორც ცნობილია, საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება ენერგეტიკული სექტორის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის ამოცანაა ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ენერგეტიკის სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა და მომხმარებლებისათვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ახალი ბაზრის მოდელის კონცეფციით ბაზრის გახსნისთვის დაგეგმილი ეტაპების მიხედვით, უნდა გაიზარდოს იმ მომხმარებელთა და, ასევე, გენერაციის მოცულობის წილი, რომლებიც ვაჭრობენ ენერგეტიკულ ბაზრებზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ცალკეულ მედია საშუალებებში გაავრცელა არასწორი და მიზანმიმართულად მიკერძოებული ინფორმაცია ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. „ცალსახად ვაცხადებთ, რომ ენერგეტიკული რეფორმა, პირიქით, მიმდინარეობს წარმატებით. უკვე მიღებულია ყველა მარეგულირებელი ნორმა და წესი, რომლებიც აუცილებელია ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებისათვის. ასევე განხორციელდა გამანაწილებელი კომპანიების გაყოფა (ანბანდლინგი) და დასასრულს უახლოვდება უნივერსალური მიმწოდებლების დაფუძნება, რაც მოსახლეობის, ასევე მცირე ბიზნესის დაცვის გარანტიაა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ენერგეტიკული ბაზრის გახსნის მიზნით დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, ასევე მოხდა ენერგიის ვაჭრობის ევროპული პლატფორმის ადაპტირება, ჩატარდა ენერგეტიკული ბირჟის მონაწილე კომპანიების ტრენინგები და ა.შ. ამჟამად ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში მუშაობს. ეს უმნიშვნელოვანესი სისტემა სრულფასოვნად დაახლოებით 6 თვის შემდეგ ამოქმედდება, როდესაც ქვეყნის ენერგეტიკული ბაზარი აღდგება პანდემიით გამოწვეული გავლენების განეიტრალების შედეგად“, - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)