|
2021-05-17 15:17:16, 545 ნახვა
ეკონომიკა
დედაქალაქის მერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე, დედაქალაქში EBRD-ის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტებსა და ხელშეკრულებების კონკრეტულ ვადებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალური ტრანსპორტისა და მყარი ნარჩენების მართვის სისტემების განახლების პროექტებზე. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა EBRD-ის რეგიონულ დირექტორს, დედაქალაქში სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაციის მიმართულებით გაწეული ფინანსური დახმარებისთვის. როგორც მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ განმარტა, EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შედეგად დედაქალაქი, შესაბამის სფეროებში, გაცილებით მაღალი სტანდარტების მომსახურებას მიიღებს. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი თბილისის მუნიციპალიტეტისთვის. შეხვედრაზე ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის, ავტობუსების განახლების, მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის და მეტროსადგურების განახლების პროექტებზე. ვისაუბრეთ კონკრეტულ ვადებზე და ასევე, მომავალ წელს დამატებით შემოვიყვანთ 18-მეტრიან ავტობუსების შემოყვანის თაობაზე, რაშიც დაგვეხმარება ბანკი. ასევე, მნიშვნელოვანია მყარი ნარჩენების მიმართულება. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ სტრატეგიაზე, რომელიც ასევე EBRD-ის დახმარებით ხორციელდება. ამ სტრატეგიის შედეგად, ჩვენ გადავალთ თანამედროვე სეპარირების მეთოდზე, დაიხვეწება ნარჩენების შეგროვების ტექნოლოგია და მოხდება მარშრუტების ოპტიმიზაცია, შედეგად კი ქალაქი გაცილებით უკეთეს მომსახურებას მიიღებს“ - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი დედაქალაქის მერიას სამომავლო პროექტების განხორციელებაში მაქსიმალურ მხარდაჭერასა და აქტიურ თანამშრომლობას დაჰპირდა.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)