18:42 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-14 14:05:09, 676 ნახვა

სამართალი
უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებაში ბრალდებული კ.ქ. დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 12 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, კ.ქ.-მ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ა.კ. გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა კ.ქ. 2020 წლის 12 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით  (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ქ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics