2021-05-12 17:09:39, 1268 ნახვა
მსოფლიო
ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა
ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა.
როგორც ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გარდაცვლილებს შორის 14 არასრულწლოვანი და 3 ქალია.
მათივე ცნობით, დაჭრილია 320 პალესტინელი.
ღაზას სექტორის სამხედრო დაჯგუფებების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ისრაელის აგრესიაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ და წინააღმდეგობას არ შეწყვეტენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,