|
2021-05-08 13:45:58, 1692 ნახვა
მსოფლიო
„ფაიზერის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა მათი ვაქცინა აღარ შეუკვეთეს
კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელის, ალბერტ ბურლას განცხადებით, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა მათი ვაქცინა აღარ შეუკვეთეს. როგორც ბურლამ „ფაიზერის“ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების უმეტესობამ კონტრაქტის დადება სხვა ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან ამჯობინა. „ჩვენ დავუკავშირდით ყველა სახელმწიფოს და ვთხოვეთ, შეკვეთა დაადასტურონ, რათა მათთვის დოზები გამოგვეყო. მდიდარმა ქვეყნებმა დოზების უმეტესობა შეუკვეთეს. შევშფოთდი და პირადად მივწერე დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ლიდერებს, ასევე დავურეკე ტელეფონით და მოვუწოდე, შეეკვეთათ დოზები, რადგან რაოდენობა შეზღუდულია“, - განაცხადა ალბერტ ბურლამ. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ „ფაიზერის“ ტექნოლოგია ჯერ გამოუცდელია, ან ის, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა არჩევანი ადგილობრივი წარმოების ვაქცინებზე გააკეთეს. მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა საერთოდ არ დაამტკიცეს. აღსანიშნავია, რომ ალბერტ ბურლამ წერილი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მზად არიან, ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმებას დაუჭირონ მხარის, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინების წარმოებისთვის საჭირო ფორმულა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)