2021-05-05 19:51:41, 1740 ნახვა
მსოფლიო
Facebook-ის სამეთვალყურეო კოლეგიამ დონალდ ტრამპის სოციალური გვერდების მუდმივად დაბლოკვა არაპროპორციულად მიიჩნია
Facebook-ის სამეთვალყურეო კოლეგიამ დონალდ ტრამპის სოციალური გვერდების მუდმივად დაბლოკვა არაპროპორციულად მიიჩნია.
ამის შესახებ სამეთვალყურეო კოლეგიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
სამეთვალყურეო კოლეგიამ Facebook-ის მხრიდან ანგარიშების მუდმივი დაბლოკვის საკითხი გააკრიტიკა და აღნიშნეს, რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ უნდა განხორციელდეს ისეთივე მიდგომა, როგორიც სხვა მომხმარებლების მიმართ.
სამეთვალყურეო კოლეგიამ სოციალურ ქსელს 6 თვიანი ვადა მისცა, რა დროშიც უნდა განიხილონ მსგავსი საკითხები და სოციალური ქსელის წესები გახადონ შესაბამისი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,