|
2015-01-31 16:40:19, 416 ნახვა
პოლიტიკა
ტყემალაძე: უმრავლესობა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას არ შესთავაზებს
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას არ შესთავაზებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ, კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ტყემალაძემ განმარტა, სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა. "უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტის მხრიდან არის დასასახელები. როგორც იცით, მას ეს ჯერ არ გაუმჟღავნებია. უმრავლესობა კანდიდატის შეთავაზებას არ აპირებს. რაც შეეხება კრიტერიუმებს, მათზე პრეზიდენტთან უკვე იყო საუბარი“, - განაცხადა ზურაბ ტყამალაძემ. შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)