2021-05-03 20:30:08, 1752 ნახვა
მსოფლიო
ჯანმო-ს კვლევებით „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტურობა 78.1%-ს შეადგენს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფრამის“ შესახებ 29 აპრილის კვლევები გამოაქვეყნა.
მათივე ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტურობა 78.1%-ით შეფასდა, კვლევაში მონაწილეობა კი 16 125 ადამიანმა მიიღო.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ვაქცინის ძირითადი გვერდითი მოვლენა თავის ტკივილი, დაღლილობა და ნანემსარის ადგილის ტკივილია.
კვლევების გამოქვეყნების მიუხედავათ ჯანმომ ვაქცინაზე ავტორიზაციის მინიჭების საკითხი ერთი კვირით გადადო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,