2021-05-03 19:47:19, 2512 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი - ნატო-ს სამიტზე უკრაინის თემა განიხილება
„ნატო-ს სამიტზე უკრაინის თემა განიხილება“, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, ბუქარესტში გამართულ საიმიტზეც, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება, უკრაინის უსაფრთხოების თემა განიხილება.
„მე ბატონ პრეზიდენტს ვუთხარი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ცენტრალური ევროპის ქვეყნების მომავალი სამიტის პერსპექტივების შესახებ, რომელიც ბუქარესტში მომდევნო კვირას გაიმართება.
აქ ჩვენ ვისაუბრებთ უსაფრთხოების საკითხებზე, განსაკუთრებით უკრაინაზე. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ ივნისის შუა რიცხვებში, ბრიუსელში გასამართ ნატო-ს სამიტზე, სადაც უკრაინის თემა აგრეთვე იქნება განხილული“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,