2021-05-03 19:05:10, 1564 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ინტერნეტპლატფორმა გამოავლინეს
გერმანიაში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ინტერნეტპლატფორმა გამოავლინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პორნოგრაფიის გავრცელება დაფარული ქსელით ხდებოდა, სადაც 400 ათასზე მეტი ადამიანი იყო გაწევრიანებული.
როგორც ცნობილია, პოლიციამ ჩხრეკა შვიდ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარა, მათ შორის ბავარიასა და ჰამბურგშიც.
საქმებზე ბრალდებულია ოთხი პირი, საიდანაც სამი გერმანიაში დააკავეს, ხოლო ერთი პარაგვაიში აიყვანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,