2021-05-03 17:44:22, 1318 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის დაიბარა
ევროკავშირმა რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის დაიბარა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, რვა ევროპელი ჩინოვნიკის ქვეყნიდან გაძევებაზე.
„რუსეთის ელჩი გამოიძახეს, ის შუადღისას უნდა მიიღონ ევროკომისიის გენერალურმა მდივანმა და ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურმა, სადაც ჩვენ მკაცრად დავგმობთ რუსეთის ქმედებას“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,