2021-05-03 10:25:38, 1362 ნახვა
მსოფლიო
ბანგლადეშში ნავის ჩაძირვის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა
ბანგლადეშში, მდინარე პადმაში ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაკარგულია რამდენიმე ადამიანი. მაშველებმა 5 ადამიანი გადაარჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბანგლადეშში ყოველწლიურად მდინარეებზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,