|
2021-05-02 13:22:10, 1174 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე: ბებია-ბაბუის საფლავზე არ მიმიშვეს და მაინც მე ვარ ამ ქვეყანაში ტრადიციების მტერი
გირჩი -მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე თავის ფეისბუქზე წერს, რომ ბებია-ბაბუის საფლავზე არ უშვებენ და საზოგადოების ნაწილი კიდევ მას თვლის ტრადიციების მტრად. 'პირველ ბარიერში გავძვერი სკუტერით, მაგრამ მეორე ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა, ეს ხდება საბურთალოს სასაფლაოზე, პოლიციელების ცოცხალი კედლებია ყველგან. ამჯერად ბებია-ბაბუის საფლავზე არ მიმიშვეს, არ მომცეს კანონის დარღვევის შესაძლებლობა, რომ ჯარიმა არ დაეწერათ. ოდესმე მაინც მოვუყვები შვილიშვილებს რომ ასეთ საგიჟეთშიც მომიწია ცხოვრებამ, თუმცა ჯარიმის ქვითარი მაინც კარგი იქნებოდა საჩვენებლად ეს ჰგონია ხალხს ნორმალური, და მაინც მე ვარ ამ ქვეყანაში ტრადიციების, ადათების და ქართველობის ნომერ პირველი მტერი'-წერს ჯაფარიძე. უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების გამო, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში (2 მაისიდან 4 მაისამდე) სასაფლაოებზე გასვლა შეზღუდულია, სასაფლაოებზე მისასვლელი გზები კი ჩაკეტილი. წესის დარმღვევებს 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)