2021-05-01 19:52:02, 1453 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ინდოეთის მთავრობამ მეცნიერებისა და მედიკოსების რჩევები არ გაითვალისწინა
Reuters ინდოეთში პანდემიის რეკორდულ მატებას ეხმიანება. მედიის ინცოფრმაციით, ქვეყნის მთავრობამ მეცნიერებისა და მედიკოსების რჩევები არ გაითვალისწინა.
„მთავრობის მიერ შექმნილმა სამეცნიერო მრჩეველთა ფორუმმა ინდოეთის ოფიციალური პირები მარტის დასაწყისში გააფრთხილა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი და უფრო გადამდები ვარიანტი გავრცელდებოდა“, - განუცხადეს Reuters- ს ფორუმის მონაწილე მეცნიერებმა.
როგორც მეცნიერები Reuters-სთან საუბრისას აღნიშნავენ, მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი რჩევა, რეგულაციების დროული გამკაცრების მხრივ.
მედიის ინფორმაციით, ინდოეთში რეგულაციების არ გამკაცრებასთან ერთად, რამდენიმე მრავალრიცხოვანი ფესტივალი და პოლიტიკური შეკრება გაიმართა, რომელზეც ნებართვა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ გასცა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,