|
2021-05-01 13:44:35, 1405 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნები პოზიტიური, რეკომენდაციები კი კონსტრუქციული და საქმიანია
ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები არის პოზიტიური, რეკომენდაციებიც არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტში სწორი ინიციატივები და სწორი წინადადებები შეიტანა. „შემიძლია გითხრათ, რომ ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები არის პოზიტიური, რეკომენდაციებიც არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი. ჩვენი გუნდი პარლამენტში დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და ეს დასკვნები იქნება განხილული კანონპროექტების მიღების პროცესში. რეალურად ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები და სწორი წინადადებები შეიტანა კანონპროექტში, რაც ამ დასკვნებში არის შეფასებული დადებითად. ასევე მოცემულია საქმიანი რეკომენდაციები, რომელსაც აუცილებლად ჩვენ დიდი ყურადღებით განვიხილავთ პარლამენტში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიას საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)