2021-04-30 15:23:40, 874 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს საელჩო რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს გასცემს
აშშ-ს საელჩო რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს გასცემს.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მოსკოვში განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეწყდება, ასევე შეზღუდულად გაიცემა საიმიგრაციო ვიზებიც. შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ დიპლომატიურ ვიზებს.
საელჩომ ასევე საკუთარ მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთში ყოფნის ვიზის ვადა ამოეწურათ, ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,