2021-04-29 19:54:43, 1126 ნახვა
მსოფლიო
The Economist - ბაიდენი, პრეზიდენტობის 100 დღის თავზე, რეიტინგით ტრამპს უსწრებს, თუმცა ობამას ჩამორჩება
ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევიდან 100 დღის თავზე The Economist კვლევას აქვეყნებს.
მედიის ინფორმაციით, გამოკითხული ამომრჩევლების 50% ბაიდენის მმართველობით კმაყოფილია, 39% კი უკმაყოფილო, ამ მაჩვნებლებით ჯო ბაიდენი დონალდ ტრამს უსწრებს, თუმცა ბარაკ ობამას ჩამორჩება.
დოლანდ ტრამპის მმართველობით, პრეზიდენტობიდან 100 დღის შემდეგ, ამომრჩეველთა 40% იყო კმაყოფილი, ხოლო 50% კი უკმაყოფილო, რაც შეეხება ბარაკ ობამას მისი მმართველობა ამომრჩეველთა 55%-ს მოსწონდა.
ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს საკუთარი პარტიის წევრების ნდობითაც უსწრებს, დემოკრატიულ პარტიაში ამჟამინდელ პრეზიდენტს 89% აღიარებს, ხოლო 7% მისი საქმიანობით იმედგაცრუებულია.
ტრამპის პარტიაში კი მისი აღიარება 82%-ს უტოლდებოდა, ხოლო უკმაყოფილო 14% იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,