|
2021-04-29 15:46:40, 633 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - წლის ბოლომდე მოსახლეობის 65-70% უნდა ავცრათ, რომ გადავტეხოთ წელში კოვიდპანდემია
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის 65-70% უნდა აიცრას, რათა „გადავტეხოთ წელში კოვიდპანდემია“. თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში ანტივაქსერულ კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყანაში პროცესი გახდეს აქტიური. „ჩვენ გვჭირდება 70% იმუნური ფენა, რომ გადავტეხოთ წელში კოვიდპანდემია. წლის ბოლომდე ჩვენ უნდა ავცრათ მოსახლეობის 65-70%, რაც ნიშნავს, რომ დღეში უნდა იცრებოდეს 5-6 ათასი კაცი. დღევანდელი მონაცემებით, დღეში 1 000-დან 1 500-მე ადაიანი იცრება. სამწუხაროდ, საქართველოში მძლავრობს ანტივაქსერული კამპანია, ზოგი გულწრფელად და ზოგიც, სამწუხაროდ არაგულწრფელად ეწინააღმეგება ვაქცინების გაკეთებას, პირდაპირ გეტყვით, ისეთი ადამიანებიც კი არიან საქართველოში, ვისაც როგორ გითხრათ, მიჭირს თქმა, მაგრამ ურჩევნია, თუ ვაქცინები არ გაკეთდება, პირბადეების ტარებ არ იქნება და შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს და შემთხვევების მატება დაბრალდება ხელისუფლებას. ჩვენ არ უნდა ავყვეთ ამას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვაქცინაციის პროცესი გახდეს აქტიური, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)