2021-04-29 14:42:28, 567 ნახვა
მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
რუსული მედიის ინფორმაციით, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღძრა.
როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე აღძრულია ადამიანის უფლებების დამრღვევი არაკომერციული ორგანიზაციის შექმნის ფაქტზე.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან ალექსეი ნავალნის თანაგუნდელები, კერძოდ, ლეონიდ ვოლკოვი და ივან ჟდანოვი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან