|
2021-04-29 11:24:24, 675 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი - ნიკა მელია ამ ბრძოლიდან ღირსეულად, გამარჯვებული გამოვა
ნიკა მელია ამ ბრძოლიდან ღირსეულად, გამარჯვებული გამოვა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გიორგი კონდახიშვილი აღნიშნავს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიას ადვოკატები სასამართლო პროცესის გადადების შუამდგომლობას დააყენებენ. „აღკვეთის საკითხს, თავიდან ბოლომდე ეს სამართლებრივი ინსტრუმენტი ხელიუფლების ხელშია, მათ ჯებისმიერ დროს შეუძლია თუნდაც დღეს, ამ სასამართლო პროცესზე იშუამდგომლონ და დაასრულონ ნიკა მელიას უკანონო პოლიტიკური პატიმრობა. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი ან მომავალი პროცესები, ფაქტი არის ერთი, ნიკა მელია გამოვა ამ ბძოლიდან ღირსეულად, გამარჯვებული, ის არის პოლიტიკოსი, რომელიც პრინციპული და თანმიმდევრულია მის ბრძოლაში და უპირობოდ იქნება გამარჯვებული. ჩვენ გვექება შუამდგომლობა რომ გადაიდოს ეს სასამართლო პროცესი, სანამ სასამართლო და პროკურატურა არ მიიღებს მომავალში დირექტივას ხელისუფლებისგან თუ რა უნდა გააკეთოს“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)