2021-04-28 14:09:13, 625 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი ბალტიის ქვეყნებისა და სლოვაკეთის 7 დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
რუსეთი ბალტიის ქვეყნებისა და სლოკავეთის 7 დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, - აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედიის ინფორმაციაშია აღნიშნული, ლიეტუვის საელჩოს ორმა, სლოვაკეთის სამმა და ლატვიისა და ესტონეთის თითო-თითო თანამშრომელმა რუსეთი 1 კვირის ვადაში უნდა დატოვონ.
რუსეთში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლებს პროტესტს უცხადებენ, რადგან მათ ჩეხეთისთვის სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს.
რუსული მედია წერს, რომ მსგავსი ზომები მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბულგარეთმა, უკრაინამ, პოლონეთმა და რუმინეთმაც.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან