21:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 13:25:39, 914 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დონბასის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოვლენებში ანალოგიები არსებობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დონბასში არსებულ სიტუაციასა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს შორის არსებობს ანალოგია, თუმცა არის კონკრეტული განსხვავებაც.

როგორც სერგეი ლავროვი აცხადებს, დონბასში გაფორმდა მინსკის შეთანხმების მსგავსი დოკუმენტი, რაც საქართველოში არ მომხდარა.

„ალბათ არსებობს ანალოგია დონბასში არსებულ სიტუაციასა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს შორის, ერთი განსხვავებით - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, როდესაც განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის აგრესია ცხინვალში, სამშვიდობოების პოზიციებზე, მათ შორის რუსეთის, იქ არ იყო გაფორმებული მინსკის შეთანხმების მსგავსი დოკუმენტი. იქ ხელმოწერილიც კი არ იყო, მხოლოდ განხილული იყო მედვედევ-სარკოზის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებდა მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმას, რომელსაც საქართველომ ხელი არ მოაწერა.

სარკოზის მას შემდეგ, როდესაც ჩვენთან მოსკოვში მოილაპარაკა, გაფრინდა თბილისში იმისთვის, რომ უზრუნველეყო სააკაშვილის მხრიდან აღნიშნული დოკუმენტის მხარდაჭერა. სააკაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, ოღონდ ამოშალა აქედან ძირითადი დებულებები. სარკოზი ცდილობდა, რომ წარმოედგინა ეს როგორც კომპრომისი, თუმცა ეს იყო ყველასთვის გასაგები. იქ იწყებოდა ფურცელი ფრაზით, პრეამბულით, რომ „რუსეთის ფედერაცია და საფრანგეთის რესპუბლიკა ცდილობენ მოახდინონ სიტუაციის ნორმალიზება ამიერკავკასიაში, სთავაზობენ საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შემდეგს: შეწყვიტონ ცეცხლი... აი ეს თავი სააკაშვილმა ამოშალა, და გამოვიდა უბრალოდ, რომ პირველი თავი ცეცხლის შეწყვეტაა და იმ დროიდან, დასავლეთი ჩვენგან ითხოვს, რომ შევასრულოთ აღნიშული შეთანხმება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics